
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – დიდი ენთუზიაზმით ვმასპინძლობთ სტამბოლის პროცესს რუსეთსა და უკრაინას შორის, გავაგრძელებთ მუშაობას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად
ომს გამარჯვებულები არ ჰყავს და სამართლიან მშვიდობას არ ჰყავს დამარცხებულები, ამ დევიზით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ომის საკითხს შეეხო.
„ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვმასპინძლობთ სტამბოლის პროცესს რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელთაგან ორივე ჩვენი მეზობელია. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ჩვენ ტყვეებისა და ცხედრების გაცვლაში შუამავლობა გავწიეთ და ჩვენ ვმუშაობდით მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მოდალობების შესამუშავებლად. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ომს გამარჯვებულები არ ჰყავს და სამართლიან მშვიდობას არ ჰყავს დამარცხებულები. ამგვარად, ამ დევიზით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ცეცხლი შეწყვეტის მისაღწევად“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი მოხარულია, რომ 8 აგვისტოს გადადგმულმა ნაბიჯებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა შექმნა.
„ამას გარდა, ჩვენ თავიდანვე გამოვდიოდით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების მოწოდებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ 8 აგვისტოს გადადგმულმა ნაბიჯებმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა შექმნა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ პროცესს. ვულოცავ მათ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანასა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი წინ მიიწვეს“, – განაცხადა ერდოღანმა.





