• November

    5

    2023
  • 100
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის ვალია, შეაჩეროს სისხლისღვრა ღაზაში

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის ვალია, შეაჩეროს სისხლისღვრა ღაზაში

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ვალდებულია „გადაარჩინოს პალესტინელები ისრაელის ჩაგვრისგან“.

„ჩვენი მოვალეობაა, შევაჩეროთ სისხლისღვრა ღაზაში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს. ჩვენ ვაკეთებთ და გავაგრძელებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ეს ჩანს. თურქეთი არასდროს დატოვებს თავის ძმებსა და დებს ღაზაში. ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა, გამოვააშკარაოთ ამ ამორალური, არაკეთილსინდისიერი და საზიზღარი ხოცვა-ჟლეტის მხარდამჭერთა დანაშაულები ღაზაში“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორის მაცხოვრებლებს ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის კატასტროფული მდგომარეობა აქვთ, რადგან ისრაელი კრძალავს საწვავის შეტანას ღაზაში, რის გამოც ბევრი საავადმყოფო ვერ ფუნქციონირებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor