• July

    4

    2025
  • 144
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება

ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის ქალაქ ხანქენდიში, „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, მნიშვნელოვანია, მხარდაჭერა პალესტინელი ხალხისა და მთავრობის მიმართ გაგრძელდეს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით,, ისრაელის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში სულ უფრო აგრესიული პოლიტიკა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ არც პალესტინის საქმის მიტოვება შეგვიძლია და არც დუმილის შენარჩუნება, რადგან ნეთანიაჰუს მთავრობა ჩვენს რეგიონში სისხლისღვრას იწვევს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

სამიტზე დამსწრე ქვეყნებისადმი მიმართვისას თურქეთის პრეზიდენტმა მათ მოუწოდა კვიპროსელ თურქებთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ სპორტის, კულტურის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში.

ავღანეთთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ გვჯერა, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ უსაფრთხოებას, მშვიდობას და ავღანეთში ხალხის განვითარებას“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor