
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მუსლიმები აღმოსავლეთ იერუსალიმთან დაკავშირებულ უფლებებზე უკან არ დაიხევენ
მუსლიმები აღმოსავლეთ იერუსალიმთან დაკავშირებულ უფლებებზე უკან არ დაიხევენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანმა ღაზისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ვერავინ შეუშლის ხელს, გვერდით დაუდგეს ღაზის დაჩაგრულ ხალხს, რომლებიც ისრაელის სასტიკი თავდასხმების დროს გადარჩენისთვის იბრძვიან.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა კვლავაც სრულ სოლიდარობას გამოუცხადებს მათ, ვინც ისრაელის ბანდიტიზმის სამიზნე გახდა სირიიდან იემენამდე, ლიბანიდან კატარამდე.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ იერუსალიმი უწმინდური ხელებით შებილწონ, თუმცა ვიცი, რომ ჰიტლერის თაყვანისმცემლების აღშფოთება, შესაძლოა, არასდროს ჩაცხრეს. ჩვენ დღეს და ხვალ მტკიცედ დავდგებით მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, ჩვენი რეგიონი სისხლის ზღვად აქციოს და მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს გეოგრაფიაში არასტაბილურობას უწყობს ხელს. ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ უსაფრთხო მომავლის აშენება ჩაგვრისა და უდანაშაულო ბავშვების სიცოცხლის ფასად, გენოციდის გამოყენებით, მათ მიერვე დაღვრილ სისხლში დაიხრჩობიან“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.





