• September

    25

    2024
  • 54
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნატო-ში უკრაინის მიწვევა არ არის საკითხი, რომელზეც სიჩქარეა საჭირო, აშშ-სა და ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, უკრაინა იყოს ნატო-ს წევრი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნატო-ში უკრაინის მიწვევა არ არის საკითხი, რომელზეც სიჩქარეა საჭირო, აშშ-სა და ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, უკრაინა იყოს ნატო-ს წევრი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ნატო-ში უკრაინის მიწვევა არ არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სიჩქარეა საჭირო. მისი თქმით, აშშ-სა და ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, უკრაინა იყოს ნატო-ს წევრი.

ამის შესახებ ერდოღანმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არ არის ის საკითხები, რომლებიც უნდა დაჩქარდეს. და როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ყოველთვის ვითვალისწინებთ ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების პოზიციებს, ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო საკითხს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შესაბამისად ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ამავე ინტერვიუში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ფართოვდება.

„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან მრავალგანზომილებიანი, პოლიტიკური, ეკონომიკურია, ასევე დაკავშირებულია თავდაცვით ინდუსტრიასთან. ამ ურთიერთობებს მრავალი განზომილება აქვს, ჩვენი კავშირები გრძელდება და ეკონომიკურად ეს ურთიერთობები ყოველდღიურად ფართოვდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“ უკრაინის ნატო-ში მიწვევას მოიცავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor