• December

    1

    2025
  • 58
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას.

მისივე თქმით, კომერციული გემების მიზანში ამოღება მიუღებელია და საგანგაშო ესკალაციაზე მიუთითებს.

„როგორც ჩანს, რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა იმ ეტაპს მიაღწია, სადაც ის აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას. ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში კომერციული გემების მიზანში ამოღება საგანგაშო ესკალაციის ნიშანია. ჩვენ არ შეგვიძლია, შევეგუოთ ამ თავდასხმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციის, სიცოცხლისა და გარემოს უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ჩვენს ექსკლუზიურ ზონაში. ჩვენ ასეთ სიტუაციებთან დაკავშირებით, ყველა მხარეს აუცილებელ გაფრთხილებებს ვაძლევთ“, – აცხადებს ერდოღანი.

ცნობისთვის, უკრაინელები საზღვაო დრონებით შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს მცურავ ორ ცარიელ სანქცირებულ რუსულ ნავთობტანკერს თავს ორი დღის წინ დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წყაროებმა უკრაინულ მედიას განუცხადეს, რომ მათ 70 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის გადაზიდვა და სანქციების გვერდის ავლა შეეძლოთ. გავრცელებული ცნობით, ნავთობტანკერები, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან, როგორც „კაიროსი“ და „ვირატი“ ტვირთის ასაღებად რუსეთის ნოვოროსიისკის პორტისკენ მიემართებოდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor