• July

    31

    2024
  • 80
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – სიონისტური ბარბაროსობა კვლავ ვერ მიაღწევს თავის მიზნებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – სიონისტური ბარბაროსობა კვლავ ვერ მიაღწევს თავის მიზნებს

სიონისტური ბარბაროსობა კვლავ ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ეს იყო პალესტინის საქმის, ღაზის წინააღმდეგობისა და პალესტინელების კანონიერი ბრძოლის შელახვის საზიზღარი მცდელობა, რომლის მიზანია მათი დემორალიზება, დაშინება და ჩახშობა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მკვლელობა ეხმიანება წინა თავდასხმებს პალესტინელ ფიგურებზე, როგორებიც არიან შეიხ აჰმედ იასინი და აბდულ აზიზ ალ-რანტისი.

თურქეთის პრეზიდენტმა ისლამურ სამყაროს ღაზის სექტორში ჩაგვრის შეწყვეტისთვის ერთიანი პოზიციისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor