• October

    1

    2023
  • 109
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი : ტერორისტები, რომლებიც ცდილობენ გაანადგურონ მშიდობა თურქეთში, წარმატებას ვერ მიაღწევენ, ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ბრძოლას

რეჯეფ თაიფ ერდოღანი : ტერორისტები, რომლებიც ცდილობენ გაანადგურონ მშიდობა თურქეთში, წარმატებას ვერ მიაღწევენ, ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ბრძოლას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ტერორისტები, რომლებიც ცდილობენ, გაანადგურონ მშვიდობა და უსაფრთხოება თურქეთში, წარმატებას ვერ მიაღწევენ.

თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში მომხდარ აფეთქებას ტერორიზმის ბოლო გამოვლინება უწოდა.

„ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ბოლო ტერორისტი არ აღმოიფხვრება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ ორგანიზაციას, წარმართოს პოლიტიკა და ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის დალოცვილ მსვლელობას. თავდასხმა დღეს დილით, სადაც ორი ბოროტმოქმედი განეიტრალდა ჩვენი უსაფრთხოების ქვედანაყოფების დროული ჩარევის შედეგად, არის ტერორიზმის ბოლო ფრენა. ბოროტმა ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა და უსაფრთხოება ამოიღეს მიზანში, მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერასდროს მიაღწევენ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსნებთ, ანკარაში, თურქეთის პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქება დღეს დილით მოხდა.

როგორც ცნობილია, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor