რიშარდ ჩარცენკი :,,ოპოზიცია სოციალურ ქსელში მძვინვარებს, სინამდვილეში კი საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში სიმშვიდეა”
საღად მოაზროვნე ის საერთაშორისო პოლიტიკური აქტორები, რომელთა მიზანი საქართველოს განვითარებაა, ქართული საზოგადოების მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს დადებითად აფასებენ და მმართველ პარტიას მხარდაჭერას უცხადებენ – ამაზე მიუთითებს ყოფილი ევროპარლამენტარის რიშარდ ჩარცენკის განცხადება, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ვერ შემდგარ პროტესტზე საუბრობს.
,,ოპოზიცია სოციალურ ქსელში მძვინვარებს, სინამდვილეში კი საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში სიმშვიდეა”, -ამბობს ყოფილი ევროპარლამენტარი.
ის, რომ ,,ქართული ოცნება” ყველაზე პროევროპულია, ამას ამტკიცებს პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარეც, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანაა.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





