• October

    28

    2024
  • 64
  • 0
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა ოქტომბრის დასაწყისშიც სცადეს

რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა ოქტომბრის დასაწყისშიც სცადეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ამბობს, რომ მასზე თავდასხმა მეორედაც სცადეს.

ამის შესახებ ფიცომ ადგილობრივ გამოცემა Standard-თან ინტერვიუში განაცხადა.

რობერტ ფიცოს განმარტებით, შემთხვევა ოქტომბრის დასაწყისში, ქალაქ დუკლაში მოხდა, სადაც ის ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად იმყოფებოდა. მისივე თქმით, ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი, მთავრობის წევრები და პარლამენტს დეპუტატები.

რობერტ ფიცომ აღნიშნა: „დუკლაში დააკავეს მტრულად განწყობილი ადამიანი, რომელსაც ვძულვარ უკრაინის მიმართ ჩემი პოზიციის გამო“.

სლოვაკეთის პერემიერი ამბობს, რომ დაკავებულს ჰქონდა იარაღი, რომელიც უსაფრთხოების დეტექტორით აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, მაისში, ქალაქ განდლოვაში რობერტ ფიცოზე თავდასხმა განხორციელდა. პრემიერ-მინისტრს ოთხჯერ ესროლეს. პოლიციამ თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა ადგილზე დააკავა. აღნიშნულ თავდასხმაზე საუბრისას, ფიცომ თქვა, რომ მას ძალიან გაუმართლა. ფიცომ თავდამსხმელს, იურაი ცინტულას უწოდა „გარკვეული პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური აქტივისტი“, რომელიც, პრემიერის თქმით, გარკვეულ დემონსტრაციებს ესწრებოდა და ძალიან აქტიური იყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor