• December

    28

    2024
  • 81
  • 0
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უკრაინის ხელისუფლების უარს საპასუხო ზომებით უპასუხებს

რობერტ ფიცო აცხადებს, რომ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უკრაინის ხელისუფლების უარს საპასუხო ზომებით უპასუხებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის ხელისუფლებას 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უარის გამო აკრიტიკებს და საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს.

მისი თქმით, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „უკიდურესად ძვირიანი ჟესტია“ ევროკავშირისთვის.

„სლოვაკეთი ნახევარმილიონ ევროს დაკარგავს ტრანზიტისთვის, უკრაინა თითქმის მილიარდ ევროს, რუსეთი კი, სავარაუდოდ მხოლოდ 2.5 მილიარდ ევროს. ჩვენ კვლავ რუსები დავსაჯეთ არა?!“, – აცხადებს ფიცო.

ფიცო აღნიშნავს, რომ სლოვაკეთი დაკარგავს არამხოლოდ ტრანზიტიდან შემოსავალს, არამედ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის წინაშეც აღმოჩნდება.

„ვის ადარდებს სლოვაკეთი, არა ბატონო ზელენსკი? მაგრამ როდესაც თქვენ გჭირდებათ რაღაც, რომ ზამთარში არ გაიყინოთ, განმგმირავად ყვირით“, – აცხადებს ფიცო.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ რაც 2025 წლის პირველი იანვრიდან რუსული გაზის უკრაინით ტრანზიტი შეწყდება, სლოვაკეთი შესაძლო საპასუხო ზომებზე დაფიქრდება და საჭიროების შემთხვევაში, ბრატისლავა უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს ან მოქმედების სხვა ვარიანტზე შეჯერდება.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ვიზიტი მოსკოვში და მისი მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადემირ პუტინთან. ზელენსკი აცხადებს, რომ სლოვაკეთი რუსულ გაზის საფასურს სუვერენიტეტით იხდის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor