• March

    18

    2026
  • 31
  • 0
„როიტერი“ – ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული ამერიკული ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“ გემბანზე ხანძრის შემდეგ დროებით კუნძულ კრეტაზე არსებულ პორტში შევა

„როიტერი“ – ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული ამერიკული ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“ გემბანზე ხანძრის შემდეგ დროებით კუნძულ კრეტაზე არსებულ პორტში შევა

ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული ამერიკული ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“ გემბანზე ხანძრის შემდეგ დროებით პორტში შევა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკის უახლესი და მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი ამჟამად წითელ ზღვაში იმყოფება. მოსალოდნელია, რომ ის დროებით ბერძნულ კუნძულ კრეტაზე, სუდის ყურეში შევა.

ახლო აღმოსავლეთში ჩასვლამდე სამხედრო ხომალდი ცხრა თვის განმავლობაში იმყოფებოდა მისიაში, მათ შორის, კარიბის ზღვის აუზში ვენესუელის წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობდა.

ოფიციალურმა პირებმა არ დააკონკრეტეს, რამდენ ხანს უნდა დარჩეს „ჯერალდ რ. ფორდი“ კრეტაზე.

ამასთან, ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, გემის მთავარ სამრეცხაო ზონაში ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანების გამო 200-მდე მეზღვაურს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

ხანძრის კონტროლს საათები დასჭირდა და მან დაახლოებით 100 საძილე ადგილი გაანადგურა.

„ჯერალდ რ. ფორდს“, რომლის ბორტზეც 5 000-ზე მეტი მეზღვაური იმყოფება, 75-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს, მათ შორის ისეთი გამანადგურებლები, როგორიცაა F-18 Super Hornets-ი. „ჯერალდ რ. ფორდს“ აქვს თანამედროვე რადარი, რომელიც საჰაერო მოძრაობისა და ნავიგაციის კონტროლს უზრუნველყოფს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor