• November

    12

    2024
  • 47
  • 0
„როიტერი“ – ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს

„როიტერი“ – ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს

ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გვირაბი ქალაქის ცენტრში განთავსდება და ის თეირანის მეტროს იმამ ჰომეინის საავადმყოფოსთან დააკავშირებს, რაც სამედიცინო დაწესებულებამდე პირდაპირ მიწისქვეშა წვდომას უზრუნველყოფს.

„პირველად ქვეყანაში, თეირანში შენდება გვირაბი თავდაცვითი შესაძლებლობებით“, – განაცხადა თეირანის საქალაქო საბჭოს ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა სააგენტო „ტასნიმთან“.

გასულ თვეში ისრაელმა ირანზე საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა. დარტყმების სამიზნე თეირანსა და ქვეყნის დასავლეთში მდებარე სამხედრო საწარმო და სხვა ობიექტები იყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor