• July

    31

    2024
  • 91
  • 0
„როიტერი“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის წევრებს განუცხადა, რომ „ლგბტ ლობმა“ დასავლეთი მძევლად აიყვანა

„როიტერი“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის წევრებს განუცხადა, რომ „ლგბტ ლობმა“ დასავლეთი მძევლად აიყვანა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას კაცობრიობის წმინდა ღირებულებებზე „ამაზრზენი“ თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო ქრისტიანული სამყაროს შეურაცხყოფა, „ლგბტ ლობის“ დაწესება.

როგორც „როიტერი“ წერს, ერდოღანმა ანკარაში, მმართველი პარტიის წევრებს უთხრა, რომ ოლიმპიადა გაიხსნა „მტრობით კაცობრიობის, შემოქმედებისა და იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც ადამიანებს ადამიანებად აქცევს“.

ერდოღანის თქმით, აპირებს რომის პაპთან დარეკვას, რათა განიხილოს ქრისტიანების შეურაცხყოფა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი ლიდერი უნდა საუბრობდეს ამ ღია თავდასხმაზე.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ აჩვენა „ლგბტ ლობის“ თავს მოხვევა, რომელმაც, მისი თქმით, ევროპა და დასავლეთი მძევლად აიყვანა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor