• February

    3

    2025
  • 91
  • 0
„როიტერი“ – რუსეთი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილად მოიაზრებს

„როიტერი“ – რუსეთი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილად მოიაზრებს

რუსეთი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილად მოიაზრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატიური წარმომადგენლები საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სხვადასხვა შეხვედრებს მართავენ.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, რუსეთში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა ამ გეგმასთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი დიპლომატი და სპეცსამსახურების წარმომადგენელი მიუთითებს იმ მჭიდრო სამხედრო და უსაფრთხოების კავშირზე, რომელიც საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აშშ-სთან აქვთ.

„როიტერი“ წერს, რომ საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც ცნობილია, ტრამპსაც და პუტინსაც კარგი ურთიერთობა აქვთ საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელებთან.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას „სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასა და რუსეთთან“ შეხვედრები აქვს გეგმაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor