
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
რომან გოცირიძე – ყველაფრისგან დაზღვეული რომ ვიყოთ, უმჯობესია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობა არ მივიღოთ, საერთოდ არ შევალთ, თუ რეგისტრაციას არ გავივლით, ამაზე ვიმსჯელებთ
პრეზიდენტის მოწოდებაში საუბარია, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს რისკები, რათა არავის წაუცდეს ხელი და არ დააჭიროს იმპიჩმენტის ღილაკს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 100 ხმას ვერ შეაგროვებს და შესაბამისად, იმპიჩმენტი ვერ შედგება.
„ისეთი ცუდი წარმოდგენა არ მაქვს, რაც საზოგადოებაში არის ხოლმე. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ 100 ხმას ვერ მოაგროვებს და იმპიჩმენტს ვერ განახორციელებს. ყოველთვის არსებობს გამონაკლისები და სიურპრიზები, მაგრამ 12 ხმის მოგროვება შეუძლებელია. ეს არის მოწოდება რისკების თავიდან აცილებისთვის და თუ ეს ამისთვის არის, შევუერთდები. ეს თუ არის მოწოდება სანახაობისთვის, ბუნებრივია, ეს არაფერს ნიშნავს. თუმცა, არ მგონია, მთავარი მიზანი იყოს, რომ ის წარმოჩინდეს მარტო პრორუსი დეპუტატების წინაშე. რისკები დაზღვეული უნდა იყოს. ბოლომდე რომ დაზღვეული ვიყოთ ყველაფრისგან, უმჯობესია, ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღოთ. საერთოდ არ შევალთ, თუ რეგისტრაციას არ გავივლით, ამაზე ვიმსჯელებთ. ვინმე თუ იტყვის, რომ მისი თავის სჯერა, ეს მისი ნებაა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება ზოგიერთებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საბაბი გახდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.





