• September

    24

    2023
  • 104
  • 0
რომის პაპი :მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან

რომის პაპი :მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან

ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას ეთამაშება ჯერ იარაღის მიწოდებით, შემდეგ ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმით, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ საფრანგეთის ქალაქ მარსელიდან დაბრუნებისას განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, პაპმა უპასუხა, რომ ის გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს ამ საკითხის მიმართ.

„მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან,“ – თქვა რომის პაპმა.

როგორც პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, მსოფლიომ არ უნდა ითამაშოს უკრაინელი ხალხის „მოწამეობაზე“, არამედ უნდა დაეხმაროს მათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

„ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე, რა თქმა უნდა, იქნება უკრაინელი ხალხი და ეს მახინჯი რამ არის“, – განაცხადა პაპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor