
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რომის პაპი ფრანცისკე „სირცხვილს“ უწოდებს დონალდ ტრამპის გეგმას მიგრანტების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით – პრობლემების გადაჭრა ამგვარად არ ხდება
რომის პაპი ფრანცისკე „სირცხვილს“ უწოდებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმას მიგრანტების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პონტიფიკოსმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება სირცხვილი“, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილებები „საწყალ, უბედურ ადამიანებს შეეხებათ“. ფრანცისკეს განცხადებით, პრობლემების გადაჭრა ამგვარად არ ხდება.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების გადმობარებისთანავე ის აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციებს გეგმავს.





