• March

    31

    2025
  • 19
  • 0
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ბრიანსკის ოლქზე მასშტაბური შეტევა მიიტანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ბრიანსკის ოლქზე მასშტაბური შეტევა მიიტანა

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასშტაბური შეტევა მიიტანა რუსეთის ბრიანსკის ოლქზე. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ამბობენ, ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით 66 დრონი გაუშვეს, რომელთაგანაც 41 ჩამოაგდეს.

მათივე ცნობით, დარტყმების სამიზნე იყო ენერგეტიკული ობიექტები, რის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროხაზები და რამდენიმე რაიონს დენი არ მიეწოდებოდა.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის შეტევის შედეგად მსხვერპლი არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ 24 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კალუგის ოლქში, ერთი დრონი გაანადგურეს კურსკში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor