• November

    22

    2024
  • 73
  • 0
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – შეტევაში პირველად წარმატებით იქნა გამოყენებული საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“, არაბირთვული ჰიპერბგერითი აღჭურვილობით

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – შეტევაში პირველად წარმატებით იქნა გამოყენებული საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“, არაბირთვული ჰიპერბგერითი აღჭურვილობით

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკში, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული დარტყმა განახორციელეს.

„პირველად საბრძოლო პირობებში, შეტევაში წარმატებით იქნა გამოყენებული საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“, არაბირთვული ჰიპერბგერითი აღჭურვილობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ყველა საბრძოლო ბლოკმა მიაღწია მიზანს. რუსული მედიის ინფორმაციით, „ორეშნიკის“ გაშვება იყო პასუხი ამერიკული და ბრიტანული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით შეტევაზე რუსეთში განლაგებულ სამიზნეებზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor