• October

    25

    2024
  • 79
  • 0
რუსეთის ,,მარიონეტები”, 26 ოქტომბერი და დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ,,მობუქსავე” გამოძიება ?

რუსეთის ,,მარიონეტები”, 26 ოქტომბერი და დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ,,მობუქსავე” გამოძიება ?

,,GEO NEWS”-მა 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით : ,,პროკურატურის მზაობა, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ხელშეშლილი საქმიანობა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახალისო მოლოდინი “.

წერილში ჩვენ აღვნიშნავდით, რომ კარს მომდგარი საარჩევნო ციებ-ცხელების გათვალისწინებით და ჩვენი რედაქციის მშვიდობის მხარდამჭერი პოლიტიკისა და ხელისუფლების სტაბილურობის, გვერდში დგომის პრინციპიდან გამომდინარე, გადავდიოდით შედეგების მოლოდინის რეჟიმში ( რასაც მკითხველს ვაცნობებდით ) , რაც საგამოძიებო ორგანოებს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას მისცემდა, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, თუ არა კვლავ ამ თემაზე სტატიათა ციკლი გაგვეგრძელებინა. 

ჩვენს მიმართ სოციალური ქსელის გამოყენებით ,,ფეიკ” ექაუნთების საშუალებით დევნა და შეურაცხყოფა გრძელდება. მეტიც, ყოველივე ამან განსაკუთრებით ინტენსიური სახეც კი მიიღო. ამჯერად აღნიშნული გამოვლინდა წინისაგან განსხვავებული სხვა ,,ფეიკ” ექაუნთიდანაც.

ჩვენი ძალოვანი მეგობარი ზურა გავაშელიშვილის შემდეგ ამჯერად ვინმე ,,მარიამ აშამბას” სამიზნე ჩვენი სხვა მეგობარი, შინდისის ომის გმირი უჩა გუგუჩია გახდა. ამავდროულად, უშუალოდ ჩვენი დამფუძნებლის მიმართაც არასასურველი კომუნიკაცია ყოველგვარ ზღვარს გასცდა. თუ ადრე მხოლოდ პირადი ღირსებისა და ოჯახის წევრების დაკნინება ხდებოდა, ამჯერად ამ ყველაფერმა აშკარად პროფესიული ღირსებისა და პოლიტიკური მრწამსის სფეროში მეტად გადაინაცვლა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უშუალოდ ჩვენი გამოცემის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი პოლიტიკის შეურაცხყოფა სცადეს, რაც  გამოიხატა იმაში, რომ რუსეთის მარიონეტებად მოგვიხსენიეს და 26 ოქტომბერს ანგარიშსწორება აღგვიქვეს. ფაქტობრივად, გაჟღერდა მუქარები, რამაც უკვე ადევნების ხასიათი მიიღო.

ჩვენი ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, ამ ქმედებების უკან უშუალოდ ნაცხელისუფლების პერიოდში გადამწყვეტი მნიშვნელობის პოსტის მქონე ხერხემალ გამაგრებული თანამდებობის პირი დგას. 

,,მსგავსი ქმედებები არაერთხელ განმეორდება და საბოლოდ, ისეთ უღირს ფორმებს მიიღებს, რაც ბევრ ადამიანს მიუღებლად მიაჩნია და რაც ,,ნაცებისთვის” ყოველდღიური ნორმაა. დარწმუნებული ვარ, რამდენადაც ორგანიზატორის ვინაობა ჩემთვის არის ცნობილი, ძალოვნებისთვისაც ცნობილია. გაუგებარია, რა ვერ გამოიძია მე-4 სამმართველომ. ცხადია, ხელს აფარებენ იმ პიროვნებას – დაგცინიან თქვენ და სხვა არაფერი”,- გვეუბნება წყარო.

ეს არასასურველი კომუნიკაცია ისეთი სახით არის ფორმულირებული, რომ გვაფიქრებინოს და დაგვაეჭვოს ჩვენი უახლოესი წრის გამორჩეული წევრების მიმართ უარყოფით ჭრილში, ამაზე მოგვიანებით მოგითხრობთ.შედეგად, გვინდა არ გვინდა სახეზეა პროვოკაციული წინასწარდაგეგმილი და კარგად შენიღბული ქმედება, რაც საჭიროებს გამოძიების მაღალ სტანდარტს. 

p.s. ცხადია, დამატებითი ინფორმაცია ეცნობა დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს და ველით დროულ რეაგირებას, თუმცა, დღემდე კვლავაც ვერ დაადგინეს ისეთი მარტივი რამ, როგორიც ,,აიპი მისამართია”. 

( გაგრძელება იქნება ) 

გიორგი კორძაძე, თამთა მაისურაძე 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor