• November

    2

    2024
  • 54
  • 0
რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისას მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია ორი ადამიანი

რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისას მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია ორი ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმისას მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიევზე თავდასხმა დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად, დრონის ფრაგმენტები კიევის ექვს რაიონში ჩამოვარდა, მათ შორის სოლომენსკის, სვიატოშინსკის, შევჩენკოვსკის, გოლოსეევსკის, პეჩერსკისა და დნეპროვსკის რაიონებში.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სვიატოშინსკის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. სამაშველო სამსახურებმა შენობიდან 18 მცხოვრებელი გაიყვანეს. დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

სოლომენსკის რაიონში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, გოლოსეევსკის რაიონში 22-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე ბინა დაზიანდა. მედიის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor