• February

    24

    2026
  • 66
  • 0
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან. მათივე თქმით, ლონდონსა და პარიზში სურთ, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა დამალონ და გამოაცხადონ, რომ ის კიევმა თავად შექმნა.

„ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან. ბრიტანული და ფრანგული ელიტა მარცხზე შეგუებისთვის მზად არ არიან. მიიჩნევენ, რომ უკრაინას „ვუნდერვაფით“ აღჭურვა სჭირდება და კიევი საომარი მოქმედებების დასრულებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების მოთხოვნას შეძლებს, თუ მას ბირთვული ბომბი ან სულ მცირე, ე.წ. „ბინძური“ ბომბი ექნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ამ გეგმაში მონაწილეობაზე გერმანიამ უარი განაცხადა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალებით რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებენ და ამიტომ აქტიურად მუშაობენ ბირთვული იარაღის შემცველ გეგმაზე.

„ყველაფერი საიდუმლო აუცილებლად გამოაშკარავდება. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში ბევრი გონიერი ადამიანია, რომლებიც ესმით, თუ რა საფრთხეს უქმნიან მათი ლიდერების უგუნური ქმედებები მთელ მსოფლიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor