• December

    8

    2024
  • 76
  • 0
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაშარ ასადმა სირია დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაშარ ასადმა სირია დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაშარ ასადმა სირია დატოვა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბაშარ ასადმა სირიის კონფლიქტის რიგ მონაწილეებთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება და გასცა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მითითება.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი აღნიშნულ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

„სირიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის რიგ მონაწილეებთან ბაშარ ასადის მოლაპარაკებების შედეგად, მან მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს პრეზიდენტის პოსტიდან და დატოვა ქვეყანა, რა დროსაც გასცა მშვიდობიანი გზით ძალაუფლების გადაბარების მითითება. რუსეთი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული მხარე უკიდურესი შეშფოთებით აკვირდება სირიაში მიმდინარე დრამატულ მოვლენებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor