• November

    6

    2024
  • 48
  • 0
რუსეთის საგარეო უწყება – ვიმუშავებთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევაზე – ჩვენი პირობები უცვლელია

რუსეთის საგარეო უწყება – ვიმუშავებთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევაზე – ჩვენი პირობები უცვლელია

ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად არის ცნობილი, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

“აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში ბრუნდება, რა თქმა უნდა, ამერიკელების უკმაყოფილებას ასახავს, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის შედეგების, ისე დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პროგრამის მიმართ”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ „არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, რომელიც რუსეთში კარგად არის ცნობილი და კონგრესის ახალი შემადგენლობის შესახებ, სადაც წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას იღებენ, ილუზიები არ აქვთ“.

“რუსეთი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც იგი თეთრ სახლში მოეწყობა, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დასახული მიზნის მიღწევაზე. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად არის ცნობილი“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor