• November

    4

    2024
  • 50
  • 0
რუსეთის საგარეო უწყების საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტს „ევროპულ პრობლემათა დეპარტამენტი“ დაერქვა

რუსეთის საგარეო უწყების საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტს „ევროპულ პრობლემათა დეპარტამენტი“ დაერქვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტს სახელწოდება შეუცვალეს და „ევროპულ პრობლემათა დეპარტამენტი“ დაარქვეს. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც აღწერაშია ნათქვამი, აღნიშნული დეპარტამენტი მუშაობს საერთაშორისო ევროპული ორგანიზაციების – ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ნატო-ს საკითხებზე.

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ვლადისლავ მასლენიკოვი, რომელიც 2019-2014 წლებში მონტენეგროში რუსეთის ელჩი იყო, მანამდე კი 2011 წლიდან საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის სახელწოდებაშეცვლილი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2024 წლის 18 ოქტომბრიდან იკავებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor