
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთი აზიაში საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგების შესაძლებლობას განიხილავს
რუსეთი აზიაში საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგების შესაძლებლობას განიხილავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რაკეტების განლაგება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რეგიონში ანალოგიური ამერიკული სისტემები გამოჩნდება.
რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთის ოპონენტებს და მათ თანამგზავრებს არ უნდა ჰქონდეთ ცრუ უსაფრთხოების ან თვითკმაყოფილების გრძნობა.
„დადგა დრო, როდესაც დარწმუნებისა და ზოგიერთი არგუმენტის გამოყენება შეიძლება, გაგრძელდეს, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათ არ აქვთ სასურველი ეფექტი. ამიტომ საჭიროა უფრო მძლავრი საშუალებები, მათ შორის მსგავსი სისტემების განლაგება, საიდანაც მათ შეეძლებათ, გაანადგურონ შესაბამისი სამიზნეები“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.





