
რუსეთი მოუწოდეს საქართველოს „ევრომაიდანი“ აღკვეთოს
ბოლო დღეებია, საქართველო კვლავ მოექცა რუსული მედიის ყურადღების ქვეშ. საზოგადოებრივმა საინფორმაციო სამსახურმა – ,,OSN”-მა გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით : ,,რუსეთი მოუწოდეს საქართველოს „ევრომაიდანი“ აღკვეთოს”.
სტატიაში ვკითხულობთ შემდეგს : საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „ევრომაიდნის“ ჩასატარებლად ემზადება ადამიანების ჯგუფი, მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი უარს იტყვის საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიმდინარე წლის ბოლომდე.
გამოცემა ამ საკითხზე სასაუბროდ ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტს, ვლადიმერ ხომერიკს დაუკავშირდა.
ვლადიმერ ხომერიკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა უნდა აღკვეთონ მსგავსი ქმედება – ,,ევრომაიდნის” მომზადებაში ეჭვმიტანილი ყველა პირი უნდა დააკავონ, ასვე რუსეთი უნდა დაუკავშირდეს საქართველოს ხელისუფლებას, რათა დაეხმაროს 2014 წლის უკრაინის მოვლენების განმეორების თავიდან ასაცილებლად.
„საქართველოში ,,ევრომაიდნის” შანსები ყოველთვის არსებობს. მიზეზი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ზედმეტი ლმობიერი პოლიტიკა და გადაჭარბებული დემოკრატიაა. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ თავიდანვე, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის შეცვლის შემდეგ, საქართველოს მტრებს – ,,ნაცებს” კოჰაბიტაცია გამოუცხადა. და დღემდე იმ რეჟიმის რენეგატები და მხარდამჭერები მათ კვლავ აჯანყებენ საქართველოში და ქართველ ხალხს არ აძლევენ საშუალებას, რომ მშვიდობამ დაისადგუროს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა არჩევნები წააგეს და უმცირესობაში არიან“, – განაცხადა ხომერიკმა.
მისივე თქმით, სააკაშვილის მომხრეებმა, რომლებიც მოსახლეობაში ცოტანი არიან, მაგრამ შედარებით ბევრნი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში – საქართველო დასავლეთს ,,მიჰყიდეს”და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომელთა ლმობიერება მათ მიმართ ,,მთლად გაუგებარია”.
,, გარდა ამისა, სიტუაციას მეტად ამძიმებს სააკაშვილის მიერ ქვეყანაში ჩამოყვანილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქციელი. იგი, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ და რეალური უფლებამოსილების გარეშე, ახორციელებს პროამერიკულ და პროევროპულ პოლიტიკას და არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, დასავლეთი მას გამოიყენებს მოახლოებულ შესაძლო კონფლიქტში, გადატრიალებაში, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ის პრეზიდენტია ყოველგვარი უფლებამოსილების გარეშე, ის მაინც პრეზიდენტია. დიახ, ისინი გამოიყენებენ ამ ბერკეტს საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ხომერიკმა.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში „ევრომაიდანის“ მოწყობა უკვე რამდენჯერმე იყო დაგეგმილი, ე.წ. ,,ქართული ეროვნული ლეგიონის” ბოევიკების მონაწილეობით, რომლებიც ახლა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვიან.
,, აქაც შეგიძლიათ პრეტენზია წაუყენოთ იმავე სამსახურებს, რომლებმაც გამოაცხადეს შესაძლო, მოსალოდნელი ,,მაიდანის” შესახებ. იმიტომ, რომ მათ ( მაგ: ლეგიონერებს ) საქართველოში გმირებად დაკრძალვის უფლება მისცეს. ვფიქრობ, რომ ესეც არასწორია.
დღეს ოპოზიცია სარგებლობს მათი მომსახურებით. ჩემი აზრით, მათ, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის, იგრძნეს უკრაინის ოპერაციის გარდაუვალი დასასრული, დიახ, იგრძნეს, რომ საბოლოოდ მათი რიგი დადგებოდა და იქ განადგურდებოდნენ, ამიტომ მათ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს საქართველოში გადმოსვლა და იქ ხელისუფლების დამხობის მცდელობა.
ასეა თუ ისე, საქართველოში მომავალი მაიდანის „პროდიუსერი“ შეერთებული შტატებია, რომელიც „გაბრაზებულია“ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს და უარს ამბობს რაიმე კონფლიქტში ჩაბმაზე. ამავდროულად, საქართველო აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას, თუმცა მას არ სურს შეეგუოს მათთვის წარდგენილ პირობებს, „ეს არის იგივე ლგბტ-ის თემა, ეს არის მონაწილეობა კონფლიქტებში და ა.შ.
ვფიქრობ, ,,ევრომაიდანი” არ გამოუვათ. დიახ, არ გამოუვათ, რადგან ხალხის დიდი ნაწილი ამ ყველაფრის წინააღმდეგია. შესაძლოა, საზოგადოების მცირე ნაწილს უნდა ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა ( ყოველთვის არიან უკმაყოფილოები ეკონომიკით და სხვა პროცესებით) , მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობას სააკაშვილისა და მისი პარტიის დანახვა არ სურს, მით უმეტეს ამ ბანდიტებს, რომლებიც დღეს ცდილობენ პუტჩის მოწყობას საქართველოში“,- დასძინა ხომერიკმა.
მისივე აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააკავოს ყველა, ვინც ეჭვმიტანილია „ევრომაიდანის“ მომზადებაში, რათა „შეინარჩუნოს ხელისუფლება და შეინარჩუნოს საქართველო“.
,, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის მხარეზე იბრძვიან, ქვეყანაში შესვლაც უნდა აუკრძალონ – მათი სახელები ცნობილია სადაზვერვო სამსახურებისთვის. „როგორც დააკავეს და დააპატიმრეს სააკაშვილი, ისევე უნდა მოექცნენ მათ, ვინც დღეს არღვევს საქართველოს კანონებს. ვფიქრობ, რომ ეს პუტჩი არ მოხდება, თუმცა მცდელობები იქნება. ფული აქვთ, გარკვეული ახალგაზრდული ძალა ჰყავთ, ანუ ის ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან თავად ქვეყანაში არსებული ვითარება, რომლებსაც არასოდეს უნახავთ და არ იცნობენ რუსეთს და რუს ხალხს, მაგრამ ჩამოუყალიბეს აზრი, რომ რუსეთი არის ერთადერთი მტერი, დიახ, მტრის იმიჯი შეუქმნეს. ერთი სიტყვით, არის ასეთი ძალები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძლიერია და ის ამას არ დაუშვებს. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღიად გამოაცხადა მოსალოდნელი მაიდანის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება და დაზვერვის სამსახურები ინფორმირებულნი არიან და მზად არიან არეულობის თავიდან ასაცილებლად”,- აღნიშნა მან.
ხომერიკის თქმით, რუსეთს საქართველოს დახმარება დიდი ხნის წინ უნდა დაეწყო.
მისივე აზრით, ადრე რუსეთის ფედერაციას ჰქონდა საფუძველი, ნეიტრალური დარჩენილიყო თბილისის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების სურვილის გათვალისწინებით, გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაგრამ საქართველოში არსებული ამჟამინდელი საფრთხე, წარმოადგენს საფრთხეს თავად რუსეთისთვის.
„ რუსეთს მშვენივრად უნდა ესმოდეს, რომ თუ ამჟამინდელი ხელისუფლება დაემხო, ის სამხრეთ კავკასიის საზღვარზე ყველაზე ვერაგ მტერს მიიღებს. ამიტომ, რუსეთი უნდა შეეცადოს ამ მიმართულებით გარკვეული კონტაქტები დამყაროს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან და დაეხმაროს მათ ამ ,,ქართული ჭირის” დაძლევაში, რომელიც დომინირებს საქართველოში და დიდ საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთს, ასევე მთელ კავკასიას“.
რუსეთის ფედერაცია და საქართველო უნდა გადავიდნენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს არ უჭერს სააკაშვილის პარტიის ავანტურულ ქმედებებსა და გეგმებს და ესმის, რომ „საქართველოს შემდგომი წარმატება რუსეთთან არის დაკავშირებული”.
რა თქმა უნდა, დასავლეთი ამ ,,ევრომაიდანის” სტიმულირებას მოახდენს. ამისთვის გამოყენებული იქნება ყველა ბერკეტი. კერძოდ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, ხალხის გარკვეულ ნაწილს ისე განაწყობენ, რომ ქუჩაში გამოვიდეს, რომელიც ხელისუფლების დამხობას შეეცდება, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მათი დასასრული. დიახ, არაფერი გამოუვათ. იმედია, საქართველო საბოლოოდ გაიღვიძებს და მართლაც მიუბრუნდება თავის ერთმორწმუნე მეზობელს, რომელთანაც საუკუნეების მანძილზე მეგობრულად და ჰარმონიულად ცხოვრობდა“, – დასძინა ხომერიკმა.
,,Geo News”




