
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთმა ალექსეი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არესტოვიჩ ალექსეი. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსით“, – ნათქვამია მონაცემთა ბაზაში, ხოლო რა კონკრეტული მუხლით მიმდინარეობს ძებნა, არ არის მითითებული, თუმცა რუსეთის ფედერაციაში არესტოვიჩი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი.





