
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 77 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათაგნ 56 უკრაინის თავდაცვის ძალებმა განადგურეს
რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 77 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათაგნ 56 უკრაინის თავდაცვის ძალებმა განადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ვინიცის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის რეგიონებზე.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესის რეგიონზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და კაფეები.





