
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩისლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბელგოროდის ოლქში ვითარება უკიდურესაც დაძაბულია.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღე ხსნიან ცეცხლს, დანგრეულია სახლები, გვყავს დაჭრილები, დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა გლადკოვმა.
გლადკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში აპირებს მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა ბელგოროდში, კურსკის მსგავსად, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
ცნობისთვის, რუსეთის კანონმდებლობის მსგავსი რეჟიმის გამოცხადება მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც დაზარალებული მოქალაქეების რიცხვი 500-ს აღემატება, ხოლო მატერიალური ზიანის ოდენობა 500 მილიონ რუბლს აღწევს.





