• August

    13

    2024
  • 87
  • 0
რუსეთში ვლადიმერ პუტინისა და მაჰმუდ აბასის შეხვედრა გაიმართა

რუსეთში ვლადიმერ პუტინისა და მაჰმუდ აბასის შეხვედრა გაიმართა

პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ლიდერებმა ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს.

„ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ, სამწუხაროდ, რუსეთმა დღეს უნდა გადადოს საკუთარი ინტერესები და დაიცვას საკუთარი ხალხი იარაღით ხელში. მაგრამ ის, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, რაც ხდება პალესტინაში, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს პალესტინის სრულფასოვანი სახელმწიფოს შექმნას. მისი თქმით, მხოლოდ ეს უზრუნველყოფს ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიან, საიმედო და სტაბილურ მშვიდობას.

პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა კი, თავის მხრივ, პუტინს განუცხადა, რომ გაერო-მ აშშ-ის ზეწოლის გამო არ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უზრუნველყოფდა პალესტინელი ხალხის უფლებებს. შეხვედრაზე აბასმა რუსეთს პალესტინელი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მეგობარი უწოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor