
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთ – ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნას „ზაპად 2025“-ს ამერიკელი სამხედროები აკვირდებიან
აშშ-ის სამხედროები რუსეთის და ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნას, „ზაპად 2025“-ს აკვირდებიან.
აშშ-ის სამხედრო ატაშე წვრთნების შემდეგ სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე იმყოფებოდა.
ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა ამერიკელ ოფიცრებს უთხრა, რომ მათ შეეძლოთ, ენახათ ყველაფერი, რაც მათთვის საინტერესოა.
ამერიკელების ბელარუსში გამართულ საწვრთნელ პოლიგონზე დასწრება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მოულოდნელობად წარმოადგინა.
სამხედრო სწავლებას ესწრებიან ნატო-ს კიდევ ორი ქვეყნის – უნგრეთს და თურქეთის სამხედრო წარმომადგენლები. აშშ-ის, უნგრეთისა და თურქეთის სამხედროები ბელარუსში ჩავიდნენ.
სამხედრო წვრთნებს ჯამში 23 ქვეყნის წარმომადგენელი აკვირდება.





