• October

    28

    2024
  • 103
  • 0
რუსთაველზე გამოფენილი ოპოზიციური ,,ზოოპარკი” ბღავილით ძალებს სინჯავს და სახელმწიფოს რყევისათვის ძალებს ამზადებს

რუსთაველზე გამოფენილი ოპოზიციური ,,ზოოპარკი” ბღავილით ძალებს სინჯავს და სახელმწიფოს რყევისათვის ძალებს ამზადებს

ვაკვირდებით კოლექტიური დასავლეთიდან დაფინანსებულ ოპო-მიტინგს და ჩვენი კორესპონდენტი ადგილზეც მუშაობს, სადაც თავიდან ცოტანი იყვნენ და მერე შედარებით ,,შეივსნენ”, თუმცა, გვინდა არ გვინდა, გვეფიქრება წარსულზე და იმაზე, თუ როგორ ერთი-ერთში მეორდება, რაც უკვე ყოფილა, თან იმდენად ზუსტად, რომ პერსონაჟებიც კი, იგივენი არიან.

მაგალითად: ტყიური ელისაშვილი, რომელიც რიხით და ფიცხად საუბრობს და მერე პირველი დურთავს თავს პარლამენტში, ისე, როგორც 2020-ში. გახარია მასაში ჩამალული, პარლამენტისკენ ნახტომის გასაკეთებლად მომზადებული…აქვე მელია ბოდავს. ამბობს, აქ მყოფები ხართ მთავარი მტკიცებულება გაყალბებისო, რასაც თაღლითი ხაზარაძის პირადი ,,პუფი” ანა ნაცვლიშვილიც და მიშას პირადი ,,თოჯინები” თინა და სოფოც იზიარებენ და რაც მთავარია, იქვე არიან უღირსობისა და მოღალატეობის ქრესტომატიული მაგალითები მეოთხე და მეხუთე ვაი პრეზიდენტები – გიორგი და სალომე ,,მხარგრძელები”. მათ შორის, მადამ პომპადური ხმამაღლა და კონსტიტუციის უკვე მერამდენე დარღვევით ამბობს:

,,აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები. თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს.აქ არის ის დროშა, რითიც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელებაც არის ჩვენი დღევანდელი დროშა. ორივე დროშის წინაშე შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე, ვიდრე არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა, მომავალი. სხვა ჩვენ არ გვაქვს, არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა, დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის – დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ევროპული ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და არის ესოდენ ძვირაფასი.მინდა, გითხრათ, მე რას ვაკეთებ ამ პერიოდში. დღეს უცხოურ მედიას, თუ არ ვცდები, მივეცი 17 ინტერვიუ, რათა ამეხსნა, აქ რა მოხდა. ვესაუბრე ექვს პრეზიდენტს. მათ შორის ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს. თქვენ ალბათ წაიკითხავდით ყველა იმ შეფასებას და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და რაც მოდის ასევე ამერიკიდან, ნახეთ სახელმწიფო მდივნის ძალიან მკაფიო განცხადება. ყველა გვეუბნება ერთ რამეს, ჯერ ერთი, არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს იმ ერთი კაცის გარდა, რომელმაც აქ ჩაიარა, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათა შორის, შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართული ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველანი ერთად, თქვენი დახმარებით, თქვენც გაქვთ ხელთ ძალიან ბევრი მტკიცებულება, უნდა შევქმნათ სრული სურათი, როგორ მოხდა ის უნახავი, ის უპრეცედენტო, უნიკალური ხმების წართმევა, ასე მასიურად, ასე სისტემურად, ეს არის უზარმაზარი ოპერაცია, წინასწარ დაგეგმილი, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, პარლამენტი და წაგვართვა კონსტიტუცია. მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი. დარწმუნებული ვარ, ჩემს შემდეგ პოლიტიკური პარტიები თქვენ გეტყვიან, როგორ აპირებენ მოქმედებას. ჩვენ ერთად ვართ. არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს ამ დღეში. ერთად ვართ, ძალიან მშვიდობიანად დავიცავთ იმას, რაც არის ჩვენი, თქვენი კონსტიტუციური უფლება, რომ ხმა იყოს დაცული. ხალხს, როგორც მე, სხვა არაფერი გვაქვს, თუ არა ხმა. ხმა ხალხისა, ხმა ერისა, რომელიც უნდა აღვასრულოთ და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ“.

კიდევ ერთი რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება არის ის, თუ როგორი მოწადინებით ცდილობენ ,,ნაც მედიები” მაქსიმალურად გაბერონ მიტინგზე მყოფთა რიცხვი. ე.წ. ახლო კადრები და მულტიპლიცირების ცნობილი სატელევიზიო ეფექტი, რომელსაც შეუძლია არაკომპეტენტური პირისათვის ასი ადამიანი ასიათასად აქციოს, არადა ჩვენ როგორც ობიექტური მედია ყურადღებას გავამახვილებთ იმ სიმართლეზე, რომელიც ერთია და დამოკიდებული არ არის აღქმებზე, არამედ დგინდება ფაქტებზე : როგორც ზევით აღვნიშნეთ აქციის დასაწყისში ხალხის სიხალვათე იგრძნობოდა, შემდგომ რაოდენობა გაიზარდა, თუმცა არ ყოფილა ის გაბერილი ცოფრები, რომელსაც ასე ცალმხრივად გვახვევენ თავს. საერთო ჯამში, მიტინგის რაოდენობა იყო ისეთი, როგორსაც დესტრუქციული ოპოზიცია სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით შიგა და შიგ ახერხებს, რომ შეკრიბოს. ჩვენი კორესპონდენტებისგან მოწოდებულ ფოტოებს ფოტოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ.

მიტინგის დასასრულს ლიდერების დაბნეულობა იმდენად ხილული იყო, რომ საერთო ჯამში, მეტ-ნაკლებად მწყობრ გეგმაზეც კი ვერ ჩამოყალიბდნენ. ბოლო სიტყვები რაღაცით ,,დაშლა არ მოშლის” სადღეგრძელოს ჰგავდა. არაფერი კონკრეტული და ზოგადი ,,ბაქი-ბუქი”. დაპირება პარლამენტის ბოიკოტისა, დაუმორჩილებლობისა და მსგავსი იაფასიანი დესტრუქციის. თუმცა ეს ყველაფერი, არც იმდენად კომიკურია, როგორც ჩანს, რადგანაც ჩვენი ძალოვანი წყაროების ინფორმაციით, ამათი დამკვეთები სერიოზულად ამზადებენ ქართულ ,,მაიდანს”, რომელშიც მონაწილეობისათვის არაერთი შეიარაღებული დაჯგუფება მზადდება, რომელთა მიზანიც ისეთი სახის პროვოკაციების მოწყობა იქნება, რაც შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს. ამ კონტექსტში დღევანდელი აქცია ერთგვარი ძალების მოსინჯვა და საორიენტაციო წერტილების განსაზღვრა იყო. მაგრამ ყოველივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგანაც ქართულ ძალოვან სტრუქტურებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არაერთხელ დაუდასტურებიათ საკუთარი პროფესიონალიზმი და სახელმწიფოსათვის უანგარო მსახურება.

თუმცა, თუ კარგად დავაკივირდებით მათ ,,მჟავე” სახეებს და ზოგად საუბარს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ალბათ იოლად მივხვდებით, რომ ამ მიტინგებს, არც პერსპექტივა აქვს და არც პოტენციალი, ანუ ყველაფერი ,,ფრიქციის” წესით იხოხებს და გაჩერდება იქ, სადაც დასავლური დაფინანსება დამთავრდება…

ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე

ფოტოკოლაჟი :

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor