
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
რუსთაველზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გრძელდება
რუსთაველის გამზირზე ვითარება უცვლელია – პერიოდულად არის დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის.
მომიტინგეების დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმი იყენებს: ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს და ე.წ წიწაკის სპრეის, მომიტინგეები კი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. ისინი სამართალდამცავების მიმართულებით ისვრიან პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს.
დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები, ასევე მომიტინგეები და სამართალდამცავები. თუ რამდენ დაშავებულზეა საუბარი ამ დრომდე უცნობია.
მიმდინარე აქციაზე პოლიციამ რამდენიმე დემოსტრანტი დააკავა და ამ შემთხვევაშიც უცნობია დაკავებულთა რაოდენობა.
მომიტინგეებს ერთგვარი ბარიკადები აქვთ აღმართული, რომელიც აგებულია სხვადასხვა კონსტრუქციებისგან, ასევე აქციის მონაწილეები წვავენ ნაგვის ურნებს და სხვადასხვა საგნებს. ისინი აზიანებენ გარე ინფრასტრუქტურას.
პარალელურად, ტერიტორიის გაწმენდას აქციის მონაწილეებისგან წყლის ჭავლით ცდილობენ სამართალდამცავები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ირაკლი გუნია




