• November

    29

    2024
  • 70
  • 0
რუსთაველის გამზირზე აქციაზე მედიის 20-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე აქციაზე მედიის 20-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ღამით ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არაერთხელ მოხდა.

პოლიციამ მომიტინგეების მიმართ გამოიყენა სპეციალური საშუალებები. მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლსადენი აირი და წიწაკის სპრეი.

დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეები გაურკვეველ საგნებს ესროდნენ პოლიციელებს. დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა სამედიცინო ბრიგადებმა აღმოუჩინეს.

აქციის გაშუქებისას დაშავდა მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი. მათ შორის ფიზიკური დაზიანება მიიღო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელმა, დავით ბეჟანიშვილმა, ფორმულას“ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ, „პუბლიკას“ ჟურნალისტმა, ალექსანდრე ქეშელაშვილმა, ასევე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, დავით ცაგარელმა, ნაწილმა კი, დაზიანებები წიწაკის სპრეის შედეგად მიიღეს.

ამასთან, პირველი არხის თანამშრომლის, დავით ბეჟანიშვილის დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საქართველოს პირველი არხი მიმართავს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ რეაგირება.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor