
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა.
მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალების უკან განთავსებულმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჭიჭინაძის ქუჩა დატოვეს, ასევე ტერიტორიიდან სპეცტექნიკა გაიყვანეს, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ოპერის თეატრის მიმართულებით დაიწყეს.
დღევანდელი აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. აქციაზე რამდენჯერმე იყო მცირე დაძაბულობა, თუმცა სერიოზული დაპირისპირება არ მომხდარა.
აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, იყო მცირე ინციდენტები რამდენიმეჯერ გამოიყენეს მომიტინგეებმა პიროტექნიკა, თუმცა, ამის მიუხედავად, სპეციალური საშუალებები სამართალდამცავების მხრიდან არ გამოყენებულა.
მომიტინგეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. იქ არც საპოლიციო ძალები იმყოფებიან. აღდგენილია საავტომობილო მიმოსვლა.
ირაკლი გუნია





