• December

    11

    2024
  • 63
  • 0
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებიც უკვე მე-13 დღეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ, რუსთაველის გამზირი დატოვეს, ტერიტორიაზე მხოლოდ მომიტინგეთა მცირე ჯგუფი რჩება.

გამზირზე ამ დროისთვის “თბილსერვისის” ჯგუფის დასუფთავების სამსახური მუშაობს, რის შემდეგ სატრანსპორტო მოძრაობაც აღდგება.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor