
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანეს
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით მიიტანა იერიში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები რუსმა სამხედროებმა შავი ზღვიდან გაუშვეს.
რუსეთის არმიამ უკრაინის რეგიონებზე შეტევისთვის ასევე გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები.
უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის გამო ქვეყანაში ელექტროენერგია გამოირთო.
რუსეთის არმიის თავდასხმის სამიზნე გახდა პოლტავის და ზაპოროჟიეს რეგიონები. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ტაქტიკური ავიაციის მიერ საავიაციო ბომბების გაშვება განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად პოლტავის ოლქში მირგოროდის რაიონის ცხრა დასახლება გაზის გარეშე დარჩა.





