• April

    14

    2025
  • 148
  • 0
რუსუდან ბარათაშვილი : ,,ბავშვებთან სამუშაოდ აუცილებელია აკადემიურ განათლებასთან ერთად მრავალი ტრენინგი გაიარო და პედაგოგიური ალღო გქონდეს”

რუსუდან ბარათაშვილი : ,,ბავშვებთან სამუშაოდ აუცილებელია აკადემიურ განათლებასთან ერთად მრავალი ტრენინგი გაიარო და პედაგოგიური ალღო გქონდეს”

,,GEO NEWS” ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრს, ფსიქოტერაპევტს და გეშტალტ თერაპევტს ( 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით ),  ქალბატონ რუსუდან ბარათაშვილს ესაუბრა, რომელთანაც ფსიქოლოგის პროფესიაში მოყვარულების მომრავლებაზე ვისაუბრეთ და ამასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას გადავავლეთ თვალი.

ქალბატონი რუსუდანი ძალზედ საინტერესო მოსაუბრე და ღია ადამიანი აღმოჩნდა, რაც დარწმუნებული ვართ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდება.

-ქალბატონო რუსუდან, რამდენად სწორად და მართებულად მიგაჩნიათ, რომ ახლად დამთავრებულმა სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრმა, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, არა მარტო ტრენინგების ჩატარება დაიწყოს, არამედ ბავშვთა ფსიქოლოგობა დაიბრალოს და ბავშვების მშობლებს სწორ აღზრდასთან დაკავშირებით რჩევები აძლიოს ?

თუ ბავშვი ნორმალურად ვითარდება, მას ფსიქოლოგი არ სჭირდება. მნიშვნელოვანია მშობლების განათლება და დატრენინგება. ასეთ დროს კი, საჭიროა სისტემური მიდგომა. მაშინ, როდესაც ბავშვი მოქცეულია ამ სისტემაში და თუ ბავშვი არის ნორმალური განვითარების, მაშინ მშობლების მინიმალური ტრენინგი სწორი მიდგომების ნაწილში სრულიად საკმარისი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მაინც დასჭირდა ფსიქოლოგი, ის ვინც ამ ბავშვთან იმუშავებს უნდა იყოს, არა მარტო დიპლომირებული ფსიქოლოგი, არამედ უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტრენინგები გავლილი. მარტო 5 წლიანი დიპლომით უნივერსიტეტიდან გამოსული ადამიანი, ამას ვერ გააკეთებს, რადგან ბავშვის განვითარება ამ ადამიანმა დინამიკაში უნდა შეისწავლოს, ზოგადად რა თემებზე უნდა იმუშაოს და ა.შ.  ეს არაა საკმარისი…

ანუ მიიჩნევთ, რომ უშუალოდ ბავშთან სამუშაოდ მეტი მომზადება და ტრენინგებია საჭირო ?

-დიახ, ნამდვილად, დამატებითი და ხანგრძლივი ტრენინგებია ამისთვის საჭირო.

საინტრესოა, რომ ვიღაც-ვიღაცეები ერთ კვირიან ტრენინგებს გაივლიან და თავს კვალიფიციურ ფსიქოლოგებად აცხადებენ…რას იტყვით ამაზე ?

ამის კეთება ნამდვილად არ შეიძლება. როდესაც ბავშვებთან მუშაობას იწყებ ძალიან ბევრი რამ უნდა იცოდე, ბევრი დამატებითი ტრენინგები უნდა გქონდეს გავლილი, მაგალითად, თუ როგორია ბავშის განვითარების დინამიკა ზრდის სხვადასხვა ეტაპზე.

როგორც ვქვი თუ ბავშვი არის ნორმალური განვითარების, მაშინ მას ფსიქოლოგი არ სჭირდება და ტრენინგი საჭიროა მშობლებისთვის.

დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით ბავშვების მშობლებს, ქალბატონო რუსუდან ?

-აუცილებლად მივიდნენ ისეთ ფსიქოლოგთან, რომელიც სათანადოდ დატრეინინგებული ფსიქოლოგია, რომელიც ბავშვებთან მუშაობს. სასურველია აღჭურვილი იყოს პედაგოგიური გამოცდილებითა და ნიჭით, რაც ერთობ გაუადვილებს მას ბავშვებთან ურთიერთობას, რაც აუცილებელია იყოს საინტერესო და დინამიური, სხვაგვარად არ შეიძლება, სხვა შემთხვევაში რეზულტატი არასახარბიელო იქნება.

ირაკლი კერესელიძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor