
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსული მედია – რუსეთის სტრატეგიულმა ბირთვულმა ძალებმა ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით სწავლება ჩაატარეს
რუსეთის სტრატეგიულმა ბირთვულმა ძალებმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, სწავლება ჩაატარეს. ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სწავლება გეგმური ხასიათისაა.
მედიის ცნობით, წვრთნების დროს შესრულდა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების პრაქტიკული გაშვება.
სამხედროებმა აამოქმედეს სარაკეტო კომპლექსი „იარსი“ პლესეცკის კოსმოდრომიდან, ბარენცის ზღვის აკვატორიიდან – წყალქვეშა ხომალდი „ბრიანსკი“ და სტრატეგიული რაკეტმზიდი Ту-95МС-ი.





