• August

    7

    2024
  • 79
  • 0
რუსული მედია – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს

რუსული მედია – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელგრამ არხების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს.

რუსი ბლოგერების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს დასახლებები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვედრლიკოვო. ამასთან, უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ბრძოლა გრძელდება კურსკის ოლქის დასახლება გონჩაროვკასთან და ოლეშნესთან.

ტელეგრამ არხების ცნობით, კურსკის ოლქში საერთო ჯამში 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს.

რუსული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას რუსეთის ტერიტორიის შიგნით, ქალაქ სუჯისკენ. ქალაქი ფაქტობრივად ევაკუირებულია. ბლოგერების ცნობით არაა გამორიცხული, რომ უკრაინელი სამხედროების მიზანი გაზსაზომი სადგურის განადგურება იყოს. ადგილობრივი ხელისუფლება და რუსეთის თავდაცვის უწყება კურსკში მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით დეტალებს არ ავრცელებს.

კურსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ „ოლქი გმირულად უწევს წინააღმდეგობას უკრაინელი ნაცისტების შეტევას“ და საგანგებო სიტუაციების სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ალექსეი სმირნოვი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს ჩააბარონ სისხლი.

შვიდი აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ქალაქ სუჯას სიახლოვეს. შედეგად არიან დაჭრილები. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ
ღამით კურსკის ოლქში ჩამოგდებულია სამი რაკეტა და 4 უპილოტო საფრენი აპარატი. კურსკში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაშავებულია 28 ადამიანი. ბოლო 24 საათში დაიღუპა სამი მოქალაქე.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor