• January

    20

    2024
  • 122
  • 0
რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ

რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ

რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით,  როგორც რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა საკონსულოებში მოუწევთ. ასევე, იურიდიულად განისაზღვრება ცნება – „მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ“ და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი.

ამასთან, მედიის ცნობით, კონკრეტული ზომები, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხვას აიძულებენ, დოკუმენტში არ არის მითითებული.

გარდა ამისა, ეს გეგმა ითვალისწინებს რუსეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციფრული პროფილის შექმნას, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს მის ბიომეტრიულ მონაცემებს.

„გარდა ამისა, მოსკოვის აეროპორტებში, ექსპერიმენტის სახით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დნმ-ის ანალიზს აუღებენ და ჩაწერენ მის ხმას“, – წერს რუსული მედია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor