• January

    20

    2025
  • 76
  • 0
რუსული მხარის ინფორმაციით, ყაზანში უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა, რის გამოც აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

რუსული მხარის ინფორმაციით, ყაზანში უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა, რის გამოც აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ყაზანში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა, მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგის სამიზნე სამრეწველო საწარმოები იყო, თუმცა, ყველა დრონი განეიტრალდა და მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურები აგრძელებენ ადგილზე მუშაობას შედეგების აღმოსაფხვრელად. პირველი შეტყობინებების მიღების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რუსტამ მინიხანოვი. ყველა საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, – ნათქვამია თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, „როსავიაციის“ წარმომადგენლის, არტემ კორენიაკოს ინფორმაციით, ყაზანის აეროპორტში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თვითმფრინავების მიღებასა და გაგზავნაზე შეზღუდვები დაწესდა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის რეგიონებში 31 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor