• October

    11

    2024
  • 86
  • 0
სააკაშვილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს ?

სააკაშვილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს ?

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომელზეც შესაძლოა არა ერთ გახმაურებულ საქმეში ბრალდებულ და ამჟამად ,,ვივამედის”კლინიკაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს.

საუბარია 2016 წელს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობასა და მისი ავტომობილის აფეთქების საქმეზე. გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა დარჩო ხეჩუაშვილმა, რომელიც 2016 წლიდან იძებნებოდა და რომელიც სამართალდამცავებმა 2024 წლის 19 სექტემბერს დააკავეს.

პროკურატურის მიერ საგანგებო ბრიფინგზე ბრალდებულის მიერ მიწოდებული ჩვენებით არ არის გამორიცხული საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებისა და ბრალდებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2016 წლის აგვისტოს ბოლოს დარჩო ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს, ვინმე ,,დიმიტრის”, რომელმაც მას შოთა ჭიჭიშვილის დანაბარები გადასცა. ჭიჭიშვილთან შეხვედრის თაობაზე მსჯავრდებული ჩვენებაში ამბობს, იმასაც რომ ჭიჭიშვილთან მას წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, სწორედ ის ამ მოტივით მასთან შეხვედრას დათანხმდა.თუ საქართველოს პროკურატურისა და ბრალდებულ ხეჩუაშვილის ჩვენებას დავეყრდნობით შეხვედრისას ჭიჭაშვილმა ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გია ლორთქიფანიძესთან ერთად უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა. ჭიჭეიშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს, რადგან მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, გივი თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და სწორედ აქედან გამომდინარე სააკაშვილმა ჭიჭეიშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor