• July

    13

    2024
  • 72
  • 0
საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრს სამსახურებრივი ძაღლები შეემატნენ

საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრს სამსახურებრივი ძაღლები შეემატნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები – ბელგიური ნაგაზის ჯიშის ძაღლები – „დუგო“, „სონია“, „კაოსი“ და „დექსტრა“ შეემატნენ. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის დახმარებით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენისთვის გაწვრთნილი ოთხი სამსახურებრივი ძაღლი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა თურქული კომპანია FlyDog-სგან შეიძინა.

„საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სამსახურებრივი ძაღლები საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში იქნა შეძენილი. პროექტის დონორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია – Vital Strategies, ხოლო საგრანტო პროექტს სახელწოდებით – „საგადასახადო და სატარიფო ზომების და უკანონო ვაჭრობასთან მიმართებით რეაგირების პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში“ ახორციელებს ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. პროექტის მიზანია WHO-ს თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციით (FCTC) განსაზღვრული ამოცანების მიღწევა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ეტაპობრივად შეამცირებს თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელს და მეორადი მოწევის მავნე გავლენას. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის ერთ-ერთ ამოცანას ქვეყანაში თამბაქოს უკანონო ვაჭრობის კონტროლზე პასუხისმგებელი უწყების, შემოსავლების სამსახურის ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.

შემოსავლების სამსახური განსაზღვრულია პროექტის „თანაგანმახორციელებლად“ სამსახურებრივი ძაღლების შერჩევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის სამმართველოს მთავარი კინოლოგ-ინსტრუქტორი, უფროსი სერჟანტი რომან ნიკურაძე და ამავე სამმართველოს უფროსი კინოლოგ-ინსტრუქტორი, ლეიტენანტი სანდრო ხუციშვილი. აღნიშნული პირების მონაწილეობით, უწყებისთვის სასურველი ძაღლების შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართა, რომლის ფარგლებში შემოწმდა ძაღლების სამძებრო თვისებები და მათი სოციალიზაციის დონე ქალაქის ხალხმრავალ-ხმაურიან ადგილებში. შერჩეულმა ოთხფეხა მცველებმა გამოიჩინეს კარგად განვითარებული სამძებრო თვისებები.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრი FlyDog მდებარეობს სტამბოლში, რომელიც სპეციალიზებულია სამუშაო ძაღლების გაწვრთნა/სწავლებაზე. კომპანია სამსახურებრივ ძაღლებს აწვდის თურქეთის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს, სამაშველო და საბაჟო სამსახურს, ასევე სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს და ისეთ საერთაშორისო კომპანიებს როგორებიცაა: Fedex, DHL და სხვა.

საბაჟო ადმინისტრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამართალდარღვევების/ინციდენტების პრევენცია და მათზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების არსებობა. კინოლოგიის სამსახური, რომელიცუწყებაში 2014 წელს ჩამოყალიბდა შექმნის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან, რათა სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარებით მოხდესმაქსიმალურად ეფექტური კინოლოგ-ოფიცერთაგუნდის შექმნა და კინოლოგიური მომსახურების ინსტიტუციური განვითარება.

დღეის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრში ჰყავთ უნიკალური თვისებების მქონე სამსახურებრივი ძაღლი, რომელიცგაწვრთნილია თამბაქოს ნაწარმის ძებნა/აღმოჩენაზე. მხოლოდ ,,ნელას“ დახმარებით, 2024 წლის I კვარტალის მონაცემებით, სხვადასხვა სახის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აღმოჩენილი იქნა 27,800 ღერი კონტრაბანდული სიგარეტი. ახლა კი, მას ოთხი ახალი მეგობარი ეყოლება, რომლებიცსაქართველოს მასშტაბით, კონტრაბანდის მაღალი რისკის (თამბაქოს ნაწარმის) მქონე საბაჟო კონტროლის ზონებში გადანაწილდებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor