
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საბურთალოზე ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრილი – გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი საყურაშვილია
ორიოდე დღის წინ, საბურთალოზე ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი საყურაშვილია, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტი და ფლეიტისტი იყო- მის შესახებ ინფორმაციას თავად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
სასწავლებელი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ის კარგად აღზრდილი ახალგაზრდა იყო.
არსებული ინფორმაციით დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა. დაჭრას კი, წინ ფიზიკური შეხლაშემოხლა უძღოდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცს გულის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი გუნია





