• December

    26

    2023
  • 83
  • 0

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დამდეგი ახალი წელი წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებსა და მოხუცებს მიულოცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასაახალწლოდ, დამდეგი შობა-ახალი წელი ტრადიციულად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებს და მოხუცებს მიულოცეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების თანამშრომლებმა ცენტრის მზრუნველობას მოკლებული პატარები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოხუცები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

„საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, ცენტრში მყოფ მოხუცებს ჯანმრთელობა, პატარა აღსაზრდელებს და მოზარდებს სწავლაში წარმატება უსურვეს. ისინი საახალწლო საჩუქრებით გაახარეს და საკვები პროდუქტები, ტკბილეული, წიგნები, სათამაშოები, სასაჩუქრე კალათები, ჰიგიენის საშუალებები
და პირველადი საჭიროების სხვადასხვა ნივთი მიუტანეს. თანადგომის და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, სოციალურად დაუცველი, მზუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის, ყოველი წლის დასასრულს, საგამოძიებო უწყება საქველმოქმედო საახალწლო აქციას ახორციელებს, რომელშიც საგამოძიებო სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor