• May

    28

    2024
  • 82
  • 0
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ამხილეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს თბილისში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით ახდენდა მის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე „ნაიკის“ ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და შემდგომ რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის მფლობელობაში არსებული საამქროდან და მაღაზიიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, „ნაიკის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 28 ათას ცალზე მეტი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე 61 563 ცალი „ნაიკის“ ლოგო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor