• September

    23

    2025
  • 35
  • 0
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ​ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის  გარეშე, სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. კერძოდ, ჯამში ამოღებულია: 4 034 ლარი, 2 617 აშშ დოლარი, 270 ევრო, 257 834 რუსული რუბლი და 87 301 სომხური დრამი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  ერთიდან სამ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor